გასულ კვირას,თბილისის საქალაქო სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი თურქი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას 32 წლის მეჰმეთ უიარი 9 თვე წინასწარ პატიმრობაში ელოდა.
2025 წლის საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში, ეროვნული ნაკრების და საფეხბურთო კლუბ ნიკე ლუსოს ყოფილი და გურიას ამჟამინდელი ფეხბურთელი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა გააუპატიურა.
გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებამდე მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ არასოდეს არავისთან, მათ შორის, არც 20 წლის ფეხბურთელთან არ დაუმყარებია სექსუალური კავშირი ძალადობით.

დღეს კი ქალთა ეროვნული ლიგის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ლანჩხუთის გურია და ნიკე ლუსო უნდა შეხვედროდნენ.
მატჩი 16:00 საათზე იყო ჩანიშნული, ბევრი გულშემატკივრისა და დიდი მოლოდინის ფონზე, მატჩი იწყებოდა, როცა ლანჩუთის ფეხბურთელებმა დიდი ბანერი გამოფინეს, პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს და თამაში ჩაიშალა.
რა თქმა უნდა, მოგება ნიკე ლუსოს ჩაეთვალა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა სანქციები ელის გურიას ამ ჟესტის გამო.












