იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურში გამართული შეხვედრა ფიორენტინასა და ნაპოლის შორის ფრედ, 2:2 დასრულდა.
ნეაპოლელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
"ფრე ვითამაშეთ, მაგრამ მოგებაც შეიძლებოდა. ფიორენტინამ პირველ ტაიმში კარში 3-ჯერ დაარტყა და აქედან 2 გაიტანა. უფრო მეტი ყურადღება გვმართებდა და აუცილებლად მოვიგებდით.
კვარაცხელია? - სიტყვები არ მყოფნის. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ვითარდება და ამასთანავე, გათავისებული აქვს, რომ დაცვაშიც უნდა ითამაშოს.
ვფიქრობ, ხვიჩა უკვე ნამდვილი ჩემპიონია. ხოლო რა კომენტარს აკეთებს პრეზიდენტი მის მომავალზე, ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან კლუბის სასაუბროა", - განაცხადა კალცონამ.