ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრის ფარგლებში მანჩესტერ სიტიმ მიიღო კოპენჰაგენი და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, პირველ მატჩში "ქალაქელებმა" აგრეთვე 3:1 მოიგეს.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, დანიელების კარი აიღეს ერლინგ ჰოლანდმა, ხულენ ალვარესმა და მანუელ აკანჯიმ.
როგორც ვხედავთ, "ლურჯებმა" საერთო ჯამში ანგარიშით 6:2 მოიგეს და მეოთხედფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდის გარდა, მეოთხედფინალის საგზური უკვე მოიპოვა მადრიდის რეალმა, მიუნხენის ბაიერნმა და პარის სენ-ჟერმენმა.