არტურო ვიდალმა კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ნაკრებიდან წასვლის თაობაზე ისაუბრა. ვეტერანი ნახევარმცველის თქმით, სირცხვილია ის ყველაფერი, რაც პირენეელებმა თავიანთ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეს გაუკეთეს. ჩილელი შუახაზელი თვლის, რომ პორტუგალიელი ფორვარდი მეტ დაფასებას იმსახურებს.
"ის, რაც გაუკეთეს რონალდუს - სირცხვილია. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ფეხბურთელის შესახებ, ვინც ყველა დროის საუკეთესოების ოთხეულშია. კრიშტიანუს დაფასება და მოფრთხილება სჭირდება. მან პორტუგალიისთვის ყველაფერი გაიღო. ეროვნული გუნდიდან წასვლა ასეთი არ უნდა ყოფილიყო.
ფეხბურთელი, ვისი დამსახურებითაც ნაკრები ავიდა ახალ საფეხურზე და მსოფლიოს საუკეთესო ეროვნულ გუნდებს შორის დადგა - სწორედ ეს გააკეთა პორტუგალიელმა ფორვარდმა თავისი ქვეყნისთვის. სამწუხაროა, ის, რაც ვიხილეთ", - განაცხადა მიუნხენის ბაიერნის ექს-შუახაზელმა.












