როგორც ინტერის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, გუნდის პირველმა ნომერმა
იან ზომერმა, ბოლო ვარჯიშზე, მარჯვენა ხელის ცერა თითი მოიტეხა, რის გამოც "ნერაძურის" დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

იან ზომერი სიმონე ინძაგისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია. ვეტერანმა შვეიცარიელმა კიპერმა ამ სეზონში 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც კარის მშრალად შენახვა 19-ჯერ მოახერხა.
ინტერის კარს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, გუნდის მეორე მეკარე ხოსეპ მარტინესი დაიცავს.