ესპანეთის სუპერთასის ფინალში გამართული მატჩი მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის, კატალონიელთა გამარჯვებით 2:5 დასრულდა.
მატჩის შემდეგ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კარლო ანჩელოტიმ და ჰანსი ფლიკმა შეხვედრა შეაფასეს.
კარლო ანჩელოტი: "სიმართლეს უნდა შევხედოთ, ცუდად ვითამაშეთ, რაც მეტოქემ კარგად გამოიყენა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენი პრობლმა დაცვაშია. არ მინდა, კონკრეტულად ფეხბურთელები გამოვყო, რადგან პრობლემა მთლიანად დაცვაშია. უმრავლესობაში ვიყავით, მაგრამ მომენტი ვერ შევქმენით, რაზეც დამწუხრებული ვარ. უკმაყოფილო ვარ როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური თამაშით",
ჰანსი ფლიკი: "მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ და ძალიან გახარებულები ვართ. ჩვენი მიზანია, რომ ყოველ მატჩში მოვუმატოთ. შეცდომები რაც შეიძლება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და თამაში ვაკონტროლოთ. სულ ისე ვერ ვითამაშებთ, როგორც რეალთან და ამის ბალანსიც უნდა დავიჭიროთ"