რეალ მადრიდის გამოცდილმა ნახევარცველმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა. 34 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა ანჩელოტის მისი შენარჩუნება კიდევ ერთი სეზონით სურს. ასევე გადასაწყვეტია კროოსი ნაკრებში დაბრუნდება თუ არა. გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია და იულიან ნაგელსმანი უკვე დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობენ. მათი მიზანია, ფეხბურთელი ევრო 2024-ზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად იყოს.
"არ ვიცი ზაფხულში რა მოხდება. ამაზე ბევრს ვფიქრობ, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. მიხარია, რომ ბევრს სურს ჩემი რეალ მადრიდში დარჩენა და კარიერის გაგრძელება."
ასევე მოსაფიქრებელი მაქვს ნაკრებში დავბრუნდები თუ არა. ამაზეც ბევრს ვფიქრობ, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. სწორ მომენტში გადავწყვეტ რა მსურს მომავალში. მიზანი ყოველთვის ის იყო, რომ კარიერა მაღალ დონეზე დამესრულებინა." - ამბობს კროოსი.