სილვინიო: "საქართველომ კარგად ითამაშა, თუმცა, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა"

"მატჩი გარდამავალი უპირატესობებით მიმდინარეობდა — საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, თუმცა, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, რადგან თანაბარი თამაში იყო."
"ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, მათ ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის. სამწუხაროდ, გოლი გავუშვით, რომელმაც ყველაფერი შეცვალა და საბოლოოდ დავმარცხდით."
"მეტოქეს ფიზიკურად და ტაქტიკურად ძალიან კარგად მომზადებული გუნდი ჰყავდა. იმედგაცრუებული არ ვარ და ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ ჯგუფის მოგებაა. ოქტომბერსა და ნოემბერში ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", — სილვინიო.









