მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ კრიშტიანო რონალდუმ კითხვაზე, თუ ვინ არის თანამედროვე სპორტში მისი შთაგონების წყარო, ასეთი პასუხი გასცა:
"საკუთარი თავით ვარ შთაგონებული, თუმცა კარგი მაგალითები სხვა სპორტშიც გვყავს. მაგალითად, ლებრონ ჯეიმსი. ერთი ასაკის ვართ, თუმცა მასზე მეტი თმა მაქვს. კარგია, რომ ის კვლავ თამაშობს და კარგ ფორმაშია.
ასევე, გამოვარჩევდი ლუკა მოდრიჩს, რომელიც ასაკის მიუხედავად, კვლავ კარგად გამოიყურება და ნოვაკ ჯოკოვიჩს.
ჯოკოვიჩი სიდიადის შესანიშნავი მაგალითია. მოხარული ვარ, რომ ასეთმა სპორტსმენმა ჩემზე კარგად ისაუბრა", - განაცხადა რონალდუმ.








