წსრმოგიდგენთ 10 ქართველ ფეხბურთელს, რომელშიც ჯამურად ყველაზე დიდი თანხა არის გადახდილი. ლიდერების სამეული უცვლელია - ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი. ახალი სეზონის დაწყების წინ, საუკეთესო 10-ეულში გამოჩნდა ახალი წევრი: გიორგი ქოჩორაშვილი.
ქართველი ნახევარმცველის ლევანტედან სპორტინგ ლისაბონში გადასვლის შემდეგ, მის სანაცვლოდ ჯამურად გადახდილი თანხა 5.80 მილიონამდე ავიდა. "ლომების" შუახაზელმა 10-ეულიდან ამოაგდო ალექსანდრე ამისულაშვილი, რომლის სანაცვლოდ 4.05 მილიონი არის გადახდილი.
10 ქართველი ფეხბურთელი, რომელშიც ჯამურად ყველაზე დიდი თანხა არის გადახდილი
| ფეხბურთელი | თანხა |
| ხვიჩა კვარაცხელია | 91.14 მილიონი ევრო |
| გიორგი მიქაუტაძე | 47.50 მილიონი ევრო |
| გიორგი მამარდაშვილი | 34.05 მილიონი ევრო |
| გიორგი ქინქლაძე | 17.30 მილიონი ევრო |
| კახა კალაძე | 16.28 მილიონი ევრო |
| გიორგი დემეტრაძე | 14.60 მილიონი ევრო |
| ზურიკო დავითაშვილი | 7.25 მილიონი ევრო |
| შოთა არველაძე | 6.10 მილიონი ევრო |
| გიორგი ქოჩორაშვილი | 5.80 მილიონი ევრო |
| გიორგი ქვილითაია | 4.30 მილიონი ევრო |






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





