ბოლო პერიოდში, ავსტრიული გამოცემები დინამო თბილისის ახალგაზრდა მცველის გიორგი გვასალაიას მომავალს გრაცის შტურმს უკავშირებენ.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ინტერესი რეალურია და მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე შტურმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ 18 წლის გვასალია იქნება.
გვასალია პოზიციით მარჯვენა მცველია, ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა და ახლა 21-წლამდელთა ნაკრების წევრია. მას დინამოში უკვე 43 მატჩი მოუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ გრაცის შტურმში ამჟამად ორი ქართველი ფეხბურთელი - ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი თამაშობს. ავსტრიის ჩემპიონატში მათ მეორე ადგილი დაიკავეს.








