შტურმის მძიმე მარცხი - კიტეიშვილის გუნდი ლილთან განადგურდა

აღნიშნული მატჩი ქართველმა შემტევმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა 66-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა. 61-ე წუთზე, ოთარ კიტეიშვილს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ძელს მოხვდა.
შეხვედრის ანგარიში 28-ე წუთზე დევიდმა გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. 71-ე წუთზე შტურმის კარი ჟეგროვამ აიღო და განმეორებითი მატჩის წინ, ლილმა დიდი უპირატესობა მოიპოვა.








