შტურმ გრაცის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა Kronen Zeitung-თან ინტერვიუში ისაუბრა არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის თავის მომავალზე. ქართველმა ფლეიმეიქერმა აღნიშნა, რომ "შავ-თეთრებიდან" წასვლის ის არ აპირებს.
"შტურმში თავს კომფორტულად ვგრძნობ და ვერ ვხვდები რატომ უნდა მინდოდეს ცვლილება? დიახ, მქონდა შემოთავაზებები, იყო სხვადასხვა ვარიანტები, ეს ფეხბურთის ნაწილია. გრაცში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ აქ სამუდამოდ დავრჩები. უახლოესი მიზნები? ჩემპიონობის შენარჩუნება მინდა.
სანიოლი? მან თავის საფეხბურთო კარიერაში ბევრი რამ გამოიარა. ხშირად მაძლევს რჩევებს და მეხმარება", - განაცხადა "შავ-თეთრების" ნახევარმცველმა. შეგახსენებთ, რომ შტირიელებმა ჩემპიონთა ლიგის ფაზაში დაიკავეს 30-ე პოზიცია, რითაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის დაემშვიდობნენ.