შოთა არველაძის კარაგუმრუკი თურქეთის თასის ნახევარფინალში გავიდა

კარაგუმრუკმა მასპინძელ გუნდს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. მატჩის მე-6 წუთზე თავი ჯერ მარკაომ გამოიჩინა, მეორე ტაიმში კი ყველაფერს წერტილი მენდესირიმ დაუსვა, როდესაც გუვენჩის კარი 84-ე წუთზე აიღო.
არველაძე თურქეთის თასის ნახევარფინალში ტრაბზონსპორს დაუპირისპირდება, იმ გუნდს, რომელშიც კარიერის განმავლობაში უთამაშია, შემდეგ კი გაუწვრთნია კიდევაც.








