ქასიმფაშაში ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს. თურქულმა კლუბმა დღეს შოთა არველაძის ხელმძღვანელობით პრე-სეზონის პირველი ვარჯიში ჩაატარა. შეგახსენებთ, 52 წლის სპეციალისტი ქასიმფაშაში სულ ახლახანს დაბრუნდა და კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
Teknik Direktörümüz Shota Arveladze, Kasımpaşamızla ilk antrenmanına çıktı. 💪#Kasımpaşa #SemtAşkı pic.twitter.com/WmVp7c6zm4
— Kasımpaşa (@kasimpasa) July 1, 2025
შოთა არველაძე ბოლოს კარაგუმრუკში მუშაობდა, საიდანაც 2024 წლის მარტში წამოვიდა. მას შემდეგ, გამოცდილი ქართველი მწვრთნელი უგუნდოდ იყო. რაც შეეხება ქასიმფაშას, თურქულმა გუნდმა სუპერლიგის 2024/25 სეზონი 47 ქულით, მე-10 პოზიციაზე დაასრულა.












