ლეგენადრულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ალან შირერმა პრემიერ ლიგის ყველა დროის 5 საუკეთესო ფლანგის შემტევი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ შირერმა კრიშტიანო რონალდუ სამეულში არ შეიყვანა და განმარტა, რომ პორტუგალიელს გამორჩეული წლები პრემიერ ლიგაზე მეტად ლა ლიგაში უფრო ჰქონდა.
ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირმა პირველი ადგილი რაიან გიგსს მიანიჭა, შემდეგ პოზიციებზე მოჰამედ სალაჰი, ედენ აზარი და დევიდ ბექჰემი დააყენა, ბოლოს კი რონალდუ.
შეგახსენებთ, 260 გოლით შირერი პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირია და მისი რეკორდი ჯერჯერობით ხელშეუხებელია.