სტეფანო პიოლი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დიდ დაბრუნებას აანონსებს — ალ ნასრი და იტალიელი სპეციალისტი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ! თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, უახლოეს დღეებში საუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი, 58 წლის იტალიელ მწვრთნელს ოფიციალურად წარადგენს. ალ ნასრის ახალი მთავარი მწვრთნელი მას შემდეგ დასჭირდა, რაც უფროსობამ ლუის კასტრო დაკავებული თანანმდებობიდან გაათავისუფლა.
შეგახსნებეთ, პიოლის მილანთან კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს და "როსონერი" იტალიელს ხელფასს ამ დრომდე უხდის, შესაბამისად, მისი საუდის ლიგაში წასვლამდე, პირველ რიგში, მხარეებმა ხელშეკრულება უნდა გაწყვიტონ — პიოლის აგენტი უახლოეს საათებში მილანის წარმომადგენლებს შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტეფანო პიოლი ალ ნასრისთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური ანაზღაურება კი თითქმის €12 მილიონი იქნება.
მილანის დატოვების შემდეგ, იტალიელი სპეციალისტი ახალ გამოწვევას დათანხმდა. კრიშტიანო რონალდუ, მარსელო ბროზოვიჩი, სადიო მანე და სხვა ვარსკვლავები – იტალიელი საუდის ლიგაში ახალ ცხოვრებას იწყებს!