დადასტურებულად — სერხიო რამოსმა მშობლიური კლუბი სევილია შეიძინა! ესპანური და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ლეგენდარული მცველი ინვესტორთა ჯგუფთან ერთად კლუბის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სევილიაში ახალი ერა იწყება.
ცნობილია, რომ სერხიო რამოსი გარიგების მთავარი სახეა, თუმცა პროექტში ამერიკული საინვესტიციო ფონდიც მონაწილეობს. გარიგების საერთო ღირებულება დაახლოებით 450 მილიონ ევროს შეადგენს, რაც კლუბის არსებულ დავალიანებასაც მოიცავს.
ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო შეთანხმება სულ რამდენიმე საათის წინ შედგა, წინ კი მხოლოდ იურიდიული პროცედურების დასრულებაა საჭირო.








