გავლენიანი ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, სანდრო მამუკელაშვილი კარიერას ლოს ანჯელეს ლეიკერსში გააგრძელებს! ESPN ადასტურებს, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და 27 წლის ქართველი კალათბურთელი ლეიკერსთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, მისი წლიური ანაზღაურება კი $13 მილიონი იქნება.
სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტო რეპტორსი გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. ქართველი კალათბურთელის დამატებას სხვა NBA-ის კლუბების ცდილობდნენ, თუმცა მამუკელაშვილს კარიერის გაგრძელება მხოლოდ ლეიკერსში სურდა.
მამუკელაშვილს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.




![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)







