ტრანსფერი დაიხურა, რობერტ სანჩესი ჩელსიდან კარიერას კომოში გააგრძელებს. ესპანელ კარის დარაჯს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება. 2027 წელს რობერტ სანჩესი უკან, ჩელსიში დაბრუნდება.
მას შემდეგ, რაც ჩელსიმ ემილიანო მარტინესი დაიმატა, სანჩესს განუცხადეს, რომ გუნდის პირველი ნომერი აღარ იქნებოდა. ესპანელი მეკარის დამატებას სხვა კლუბებიც განიხილავდნენ, თუმცა ყველას კომომ აჯობა.












