ბარსელონას მეკარემ, ვოიცეხ შესნიმ მიმდინარე სეზონი შეაფასა. მისი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის, როგორც ლა ლიგაში, ისე ევროსარბიელზეც. პოლონელი გოლკიპერი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჩათვლის სეზონს წარმატებულად, თუ "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
"არის თუ არა ეს სეზონი წარმატებული? ამის შესახებ 30 მაისის შემდეგ ვისაუბრებ. ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგება არის. რაღაც პერიოდში ამის შესახებ ფიქრი შევწყვიტე, მაგრამ ახლა, ეს მიზანი კვლავ ჩემს წინ არის. ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, რამდენიმე თვე გავატარე სათადარიგოთა სკამზე და ვერაფერზე ვფიქრობდი.
ახლა უკვე სისტემატურად ვთამაშობ და მაღალ მიზნებზეც ვფიქრობ. ვეცდები გუნდისთვის ჩემი მაქსიმუმის გაკეთებას", - განაცხადა "ბლაუგრანას" მეკარემ. შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში იქნება დორტმუნდის ბორუსია, 1/2 ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ისინი მიუნხენის ბაიერნსა და მილანის ინტერს შორის მოგებულს შეხვდებიან.