იურგენ კლოპმა ჩაბი ალონსოზე ისაუბრა და საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა. როგორც უკვე ცნობილია, სეზონის ბოლოს, გერმანელი სპეციალისტი ლივერპულს დატოვებს, გუნდი კი მის შემცვლელს უკვე ეძებს. რამდენიმე სადნო წყაროს თუ დავუჯერებთ, ჩაბი ალონსო "მერსისაიდული" კლუბის სიაში არის.
"ის საოცრად მუშაობს, მისი ლევერკუზენი ძალიან მომწონს. შემდეგი თაობა უკვე აქ არის და ვფიქრობ, ჩაბი ამ სიის სათავეშია... ის განსაკუთრებულია".
"ლევერკუზენი ბაიერნზე უკეთესი იყო. არა მხოლოდ კონტრშეტევებზე, არამედ - ზოგადად. ეს დიდი სიურპრიზია, რადგან ალონსო ლევერკუზენში ცოტა ხნის წინ მივიდა და ამ პატარა დროში, მან ასეთი ძლიერი გუნდი შექმნა".
"ჩაბიმ გააკეთა სუპერ ტრანსფერები, დაიმატეს ზუსტად ის ფეხბურთელები, რომლებიც სჭირდებოდათ. გუნდმა განსაკუთრებული სამუშაო გასწია".