ასტონ ვილასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"ასტონ ვილასთან რთული მატჩი გველის, კარგი გუნდია, გამოცდილი ფეხბურთელებით და ჰყავთ მწვრთნელი, რომელსაც ბევრი რეკორდი აქვს დამყარებული.
შეიცვლება თუ არა პსჟ-ს შემადგენლობა ხვალინდელ მატჩში? - კონკრეტულად ვერ გეტყვით, როგორი იქნება ჩვენი 11-ეული, თუმცა სასიხარულოა, რომ არჩევანი დიდია და ჩემს ყველა მოთამაშეს ვენდობი. ჩვენი თამაშის მაქსიმუმს ვაჩვენებთ და ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ.
ჩემს გუნდში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყველა მოთამაშეს განსხვავებული პროფილი და შესაძლებლობები აქვს, რითიც ერთმანეთს აბალანსებენ და ამით ბედნიერი ვარ.
დასვენების და მოდუნების დრო არაა. ყოველი მატჩი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა. ვეცდებით, ასტონ ვილასთან მატჩში შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ", - განაცხადა ენრიკემ.