მადრიდის რეალის ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა, რობერტო კარლოსმა ახალი თაობის ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ვინგბექმა ლამინ იამალი კილიან მბაპესა და ვინი ჟუნიორს შეადარა. ყოფილი ბრაზილიელი განაპირა მცველის აზრით, ლამინს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ ჯერ ადრეა.
"შეძლებს თუ არა იამალი მბაპესა და ვინისიუსის დაჩრდილვას? - შეუძლია, თუმცა წელს არა. დღეს, ამის შესახებ საუბარი ნაადრევია. უნდა აღვნიშნო ის, რომ ლამინი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. მიხარია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები აჩვენებენ ასეთ ხარისხიან ფეხბურთს, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ყოფილმა განაპირა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, "ბლანკოსი" სწორედ ბარსელონას მიიღებს. სამივე ფეხბურთელი მოედანზე იქნება. აქვე დავამატებთ, ესპანელმა გარემარბმა მიმდინარე სეზონის 13 მატჩში 5 ბურთი გაიტანა.