ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდული დერბი ვიხილეთ. 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში, პირველი შეხვედრა რეალ მადრიდმა მოიგო. კარლო ანჩელოტის გუნდმა ატლეტიკო მადრიდი 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჩოლო სიმეონემ მედიასთან ისაუბრა:
"ასეთი რაღაც წინა სეზონშიც დაგვემართა, როდესაც იტალიაში, ინტერთან 1-0 წავაგეთ, მაგრამ განმეორებით მატჩში, მოვახერხეთ და შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავედით.
შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რადგან მატჩის მოგება გვინდოდა. როგორც მინიმუმ, წაგებას არ ვიმსახურებდით. მჯერა, რომ გუნდმა კარგად ითამაშა და ვფიქრობ, მეტის გაკეთება შეგვეძლო. ახლა მხოლოდ ლა ლიგის მომდევნო ტურზე ვფიქრობ, ამის შემდეგ კი განმეორებით თამაშზე ვკონცენტრირდებით, სადაც გულშემატკივრების მხარდაჭერაც გვექნება. ყველამ კარგად იცის რა მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება წინ და თამამად ვიტყვი იმას, რომ რეალ მადრიდის დამარცხება შეგვიძლია, მე ამ ბიჭების მჯერა."
შეგახსნებეთ, განმეორებითი მატჩი 12 მარტს, მეტროპოლიტანოზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.