ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ფეხბურთში ლურჯი ბარათი შემოვიდეს და ახალი წესი ამოქმედდეს.
ამ წესის თანახმად, თუ ფეხბურთელი თამაშის წესებს დაარღვევს, ან მსაჯს შეეკამათება, მოედნიდან 10 წუთით გასვლა მოუწევს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გააკეთა და ინფორმაცია უარჰყო.
"შანსი არ არის, არანაირი ლურჯი ბარათი! - ელიტარულ ფეხბურთში ეს არ მოხდება. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მყარია", - განაცხადა ინფანტინომ.
ლურჯი ბარათის შემოღება თავიდან ინგლისის თასზე იგეგმებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს არ მოხდება.