საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე არაოლიმპიური სპორტის სახეობების ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა მათ საქართველოს სპორტული თამაშების ასოციაცია წარუდგინა, რომელიც საქართველოში სპეციალურად სპორტის არაოლიმპიური სახეობებისთვის შეიქმნება. საქართველოს ეროვნული სპორტული თამაშების ასოციაცია სამომავლოდ ორგანიზებას გაუწევს არაოლიმპიური სახეობების წარმომადგენლების მსოფლიო თამაშებში მონაწილეობას.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი მეძმარიაშვილი, ირაკლი დოლაბერიძე და ლევან მგალობლიშვილი. ასოციაციის შესახებ სხვა დეტალები საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

















