ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა პსჟ-მ ახალი სეზონისთვის მზადება აქტიურად დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.
პარიზელები მალიორკას დაუპირისპირდნენ და 3:0 დამარცხდნენ. აღნიშნილ მატჩში მონაწილეობა გუნდის ლიდერებს არ მიუღიათ.
ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც 61 წუთი ითამაშა. დანარჩენი მოთამაშეები ამ სათადარიგო სკამის, ან აკადემიის ფეხბურთელები იყვნენ.
შემდეგ ამხანაგურ მატჩს პსჟ 8 აგვისტოს, მანჩესტერ იუანიტედის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც ავსტრიაში გაემგზავრება და 12 აგვისტოს სუპერთასის მატჩში ასტონ ვილას დაუპირისპირდება.












