ლა ლიგა 2-ის 21-ე ტურის მატჩი კადისსა და ხიხონს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კადისი 3:0 იგებდა, როცა ბოლო 10 წუთში დეპორტივომ 2 გოლი გაიტანა და სიტუაცია დაძაბა, თუმცა გასათანაბრებლად დრო აღარ ეყო.
კადისის ქართველი შემტევი იური ტაბატაძე მოედანზე 64-ე წუთზე შემოვიდა, თან საკმაოდ აქტიურად. ტაბატაძემ პენალტი მოიპოვა და თავადვე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე 6 გოლია.
ამ გამარჯვებით კადისმა 34 ქულა დააგროვა და 21 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.




![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)







