რედ ბულმა სერხიო პერესს კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივა — ინფორმაცია ავსტრიულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
"ახლა ზუსტი თარიღია 2025 წლის გუნდის დასასახელებლად და გვიხარია, რომ ჩეკოსთან პარტნიორობას კიდევ 2 წლით გავაგრძელებთ. გუნდისთვის თანამიმდევრულობა და სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამან განაპირობა გასული სეზონის წარმატება. ჩეკომ 2024 წლის სეზონიც კარგად დაიწყო, თუმცა, ბოლო რამდენიმე რბოლა რთული აღმოჩნდა — დარწმუნებული ვარ, რომ ის ფორმაში ჩადგება და კვლავ გააგრძელებს პოდიუმზე ასვლას" - კრისტიან ჰორნერი.
"ბედნიერი ვარ, რომ მაქვს გუნდში დარჩენისა და წარმატებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა. რედ ბულის გუნდის წევრობა უდიდესი გამოწვევაა და მე ეს ძალიან მომწონს. წელს ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გადავლახავთ და მჯერა, რომ მომავალი ნათელი იქნება — მინდა, რომ შედეგებით გამოვხატო ჩემი მადლიერება და გუნდის მიმართ ნდობა" - სერხიო პერესი.
სერხიო პერესი რედ ბულში 2021 წლიდან ასპარეზობს და ჩატარებული 74 რბოლიდან 5-ის მოგება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მექსიკელი პილოტი 3 წლის განმავლობაში პოდიუმზე 29-ჯერ ავიდა.