სერია ა-ს ბოლო ტურმა შემოგვთავაზა უდიდესი სენსაცია მილანის საკუთარ კედლებში კალიარისთან მარცხის სახით. იტალიის 19-გზის ჩემპიონს აღნიშნული წაგება ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ვერგასვლის ფასად დაუჯდა. დიახ, "როსონერი" ამოვარდა 4-ეულიდან, მისი ადგილი კომომ დაიკავა.
"ბიანკობლუ" თავის ისტორიაში პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე, მილანის ინტერთან, ნაპოლისა და რომასთან ერთად. რაც შეეხება ევროპა ლიგას, ხსენებული "დიავოლოს" გარდა, აღნიშნულ ტურნირზე ტურინის იუვენტუსიც მოხვდა. მე-7 პოზიციაზე გასული ბერგამოს ატალანტა კონფერენს ლიგაზე იქნება.
| ჩემპიონი | ინტერი |
| ჩემპიონთა ლიგის ოთხეული | ინტერი, ნაპოლი, რომა, კომო |
| ევროპა ლიგა/კონფერენს ლიგა | იუვენტუსი, მილანი, ატალანტა |
| სერია ა-ს დატოვება | კრემონეზე, ვერონა, პიზა |
| სერია ა-ში აღზევება | ვენეცია, ფროზინონე, მონცა-კატანცარო (?) |
| საუკეთესო ბომბარდირი | ლაუტარო მარტინესი, 17 გოლი |
| ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა | ფედერიკო დიმარკო, 17 ასისტი |
| სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი | ფედერიკო დიმარკო |








