პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე მსოფლიოს თასზე, საქართველოს წარმომადგენელმა პარაკანოეში ოქროს მედალი მოიპოვა. სერჰი იემელიანოვმა (KL3 კატეგორია) 200-მეტრიან დისტანცია 40,77 წამში დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ პარაკანოეში ეს საქართველოსთვის მოპოვებული პირველი მედალია.
სერჰი იემელიანოვმა პარაკანოეში საქართველოსთვის ისტორიული მედალი მოიპოვა








