ლა ლიგის 22-ე ტურში რეალ მადრიდი ესტუმრა ესპანიოლს, რომელთანაც სენსაციურად 1:0 დამარცხდა. ეს იყო მოქმედი ჩემპიონის პირველი წაგება 5 დეკემბრის შემდეგ, პრიმერა დივიზიონში. აღსანიშნავია, რომ გუშინ თავისი მატჩი მოიგო მეზობელმა მადრიდის ატლეტიკომაც, რითაც "სამეფო კლუბთან" სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა.
"ბლანკოსი" 49 ქულით არის პირველ ადგილზე, "როხიბლანკო" კი 48 ქულით მეორეა. დღეს თავის შეხვედრას დეპორტივო ალავესის წინააღმდეგ ჩაატარებს ბარსელონა და მოგების შემთხვევაში, კარლო ანჩელოტის გუნდთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შემცირდება.