მადრიდის რეალისა და ვალენსიას შეხვედრის მთავარ გმირად მოგვევლინა გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც პენალტის მოგერიებასთან ერთად, ჯამში რვა სეივი გააკეთა. Opta-ს ცნობით, "სამეფო კლუბთან" მატჩში ქართველმა გოლკიპერმა გააუმჯობესა თავისი პირადი რეკორდი, რომელიც მან 2023 წლის მაისში დაამყარა.
"ეს იყო მამარდაშვილის საუკეთესო შეხვედრა ვალენსიას შემადგენლობაში, ან შესაძლოა საუკეთესოც კი. მის კარში მოსალოდნელი გოლების მაჩენებელი (xGot) უდრიდა 3.28-ს და გიორგიმ აქედან 2.28 ბურთი მოიგერია. აქამდე, მისი საუკეთესო მაჩვენებელი უდრიდა 2.14-ს, როცა "ღამურებმა" 2023 წლის მაისში რეალს მოუგეს", - წერს Opta.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში გამართული 30 ტურის შემდეგ, "ლოს ჩესი" 34 ქულით არის მე-15 ადგილზე და გასავარდნ ზონამდე მათ უკვე შვიდი ქულა აშორებთ. აქვე დავამატებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველი გოლკიპერი დატოვებს "მურსელაგოსს" და ლივერპულს შეუერთდება.