ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიხსენა კონფლიქტი, რომელიც მისი მილანში გადასვლის პერიოდში მოხდა. ლეგენდარული თავდამსხმელი ერთ-ერთ ვარჯიშზე დაუპირისპირდა "როსონერის" კიდევ ერთ იმდროინდელ მოთამაშეს, ოგუჩი ონიევუს. ვეტერანი უკანახაზელი იტალიურ კლუბში ირიცხებოდა 2009-2011 წლებში, მაგრამ ამერიკელმა ფეხბურთელმა "შავ-წითლებში" მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება მოასწრო.
"ონიევუ ჰგავდა მძიმეწონოსან მოკრივეს, თუმცა მან ვერაფერი მომიხერხა. ის ყოველთვის ცდილობდა ჩემს პროვოცირებას და ერთ-ერთ ვარჯიშზე მე მისი მოჩეხვა გადავწყვიტე. როდესაც ოგუჩიმ დამინახა, ის გაჩერდა, ვარდნა არაზუსტი გამოდგა. არ გავჩერებულვარ და მას თავი დავარტყი, რის შემდეგაც მოედანზე ვიჩხუბეთ.
ეს სასიკვდილო ბრძოლას ჰგავდა. საბედნიეროდ, გაგვაშველეს, რადგან მე გაჩერებას არ ვაპირებდი. ეს ყველაფერი იმისთვის გავაკეთე, რომ ამერიკელი უკანახაზელისთვის ადგილი მიმეჩინა. ცხადია, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თანაგუნდელს დავუპირისპირდი", - იხსენებს შვედი ექს-ფორვარდი.