საქართველოს ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში კვიპროსს უმასპინძლა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხი 2 -ზე ჩატარდა. ჩვენმა გუნდმა მინიმალური სხვაობით, 1:2 წააგო.
ანგარიში 27-ე წუთზე სტეფი ჰარდიმ გახსნა, სტუმართა უპირატესობა 49-ე წუთზე ანტრი ვიოლარიმ გაზარდა. სხვაობა 5 წუთში მაიკო ბებიამ შეამცირა. საქართველოს ნაკრებმა C ლიგის მეორე ჯგუფში ასპარეზობა 6 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა. ჩვენმა გუნდმა 2 მატჩი ანდორასთან მოიგო. ჯგუფში პირველი ადგილი მალტამ დაიკავა (9ქულა), მეორე პოზიციაზე კვიპროსია 10 ქულით. ანდორამ კი 6 ქულა დააგროვა და ბოლო, მე-4 ადგილი ერგო.
ფოტო: საქართელოს ფეხბურთის ფედერაცია








