ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად მონტენეგროს უპირისპირდება.
ცნობილია სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ჩვენი ნაკრები ამ შეხვედრას გამართავს.
არის ერთი შესამჩნევი ცვლილება - განაცხადს მიღმაა საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვერკველია, რომელსაც ბოლო პერიოდში წელის ტრავმა აქვს და ამის გამო, გუნდშიც ნაადრევად უწევდა მოედნის დატოვება.
კვერკველია ამ კონკრეტულ მატჩს გამოტოვებს, თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ევროპის ჩემპიონატისთვის ის სრულ მზადყოფნაში იქნება. კვერკველიას ადგილი გიორგი გველესიანმა დაიკავა, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო მატჩს ატარებს.