საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, კომენტარი გააკეთა ესპანეთის ეროვნული გუნდის გარემარბმა, ნიკო უილიამსმა. შეგახსენებთ, რომ მისმა გუნდმა მოიგო ანგარიშით 4:1, თავად ესპანელმა ვინგერმა კი გოლის გატანაც შეძლო. აქვე დავამატებთ, "ფურია როხას" მეტოქე 1/4 ფინალში გერმანია იქნება.
"დავამტკიცეთ, რომ მშვენიერი გუნდი ვართ. ვაგრძელებთ ზრდას და მჯერა, რომ წინ დიდი წარმატება გველის. რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, მართალია, გოლის გაშვების მომენტში ლე ნორმანი შეცდა, მაგრამ მან თამაშში დაბრუნება მალევე მოახერხა. საქართველო კი ნამდვილად ღირსეული მეტოქე იყო.
აღფრთოვანებული დავრჩი. მჯერა, რომ ისინი პროგრესირებას მომავალშიც გააგრძელებენ. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშითაც, მშობლებს შეუძლიათ იამაყონ", - განაცხადა ბილბაოს ატლეტიკის გარემარბმა.