ცნობილია საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების 12 კაციანი შემადგენლობა სერბეთთან მატჩისთვის.

სერბეთთან შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთა ექნება გიორგი ცინცაძისთვის. ჩვენი გუნდის უკანახაზელი სანაკრებო კარიერას დაასრულებს. გიორგი ცინცაძე 20 წელია ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და გუნდურ სახეობებში ჩატარებული მატჩებით, საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია. სერბეთთან შეხვედრა ცინცაძისთვის რიგით 217-ე იქნება.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში დანიის, ფინეთისა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ფინეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე აქვს. G ჯგუფიდან, ფინეთთან ერთად, ორი საუკეთესო ნაკრები მოხვდება ევრობასკეტზე.
საქართველოსა და სერბეთის ნაკრებების მატჩი „თბილისი არენაზე", დღეს 21:00 საათზე დაიწყება.














