24 მაისს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ, აბუ-დაბიში ძიუდოს გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა, გუნდური ტურნირისთვის 16 ძიუდოისტი შეარჩია, რომელთაგან 12 ინდივიდუალურ შეჯიბრზეც გამოვა. ცნობისთვის, ინდივიდუალური შეჯიბრებები 19-23 მაისს ჩატარდება.
გუნდური მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-73 კგ.: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჯავახიძე, ალექსანდრე თავხელიძე, გიორგი ჩიხელიძე, ლუკა ბაბუციძე
-90 კგ.: ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე, გიორგი ჯაბნიაშვილი
+100 კგ.: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი
-57 კგ.: ნინო ლოლაძე
-70 კგ.: ეთერ ასკილაშვილი
+78 კგ.: სოფიო სომხიშვილი
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ძიუდოს გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა - ქართველმა ძიუდოისტებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანია დაამარცხეს.