დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვან ბრატისლავას მთავარ მწვრთნელს იაია ტურეს საქართველოს ნაკრების შესაძლო გაწვრთნაზე ჰკითხეს.
"საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა? - თქვენი ნაკრების გაწვრთნა საინტერესო შემოთავაზებაა და ერთ დღეს, შეიძლება ასეც მოხდეს.
თუმცა ამ ეტაპზე, მხოლოდ სლოვან ბრატისლავაზე ვარ ორიენტურებული და მსურს, ამ გუნდთან ერთად მიზნებს მივაღწიო", - განაცხადა ტურემ.
აფრიკელმა სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ სლოვანის და საქართველოს ნაკრეის ყოფილ თავკაცთან ვლადიმირ ვაისთან საუბარი არ ჰქონია.












