ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე. "ჯვაროსნების" ჯგუფი ასე გამოიყურება:
ჯგუფი B1
ჩეხეთი
უკრაინა
ალბანეთი
საქართველო
ერთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპი სტარტს აიღებს მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში და ნოემბრის მეორე ნახევარში დასრულდება. 2025 წლის მარტის ბოლოს დაიწყება პლეი-ოფები, ივნისის დასაწყისში კი 1/2 ფინალები და ფინალი გაიმართება.