საქართველოს ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან გამართავს

21 მარტს, საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის ფარგლებში ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში კი ვილი სანიოლის გუნდი მოიპოვებს ფინალში თამაშის უფლებას, სადაც მეტოქე საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებული იქნება. ფინალი 26 მარტს გაიმართება.
რაც შეეხება მონტენეგროსთან ურთიერთშეხვედრების ისტორიას - 2 მატჩი, ერთი ფრე და ერთი წაგება. ეს ყველაფერი მოხდა 2010 წლის მუნდიალის შესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე. 2009 წლის 1 აპრილს თბილისში დაფიქსირდა უგოლო ფრე, იმავე წლის 10 ოქტომბერს კი ანგარიშით 1:2 დავმარცხდით. საქართველოს მხრიდან გოლი ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა.







