საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა „კარპატის თასზე“ მასპინძელ რუმინეთს მოუგო

ქართველმა ხელბურთელებმა „კარპატის თასზე“ ორი მატჩი მოიგეს, ერთი კი წააგეს. ჩვენმა გუნდმა თურქეთს და რუმინეთს მოუგო, ტურნირის გამარჯვებულ სერბეთთან კი წააგო. სერბეთმა ორი შეხვედრა მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ცხოვრებაძე გახდა, რომელმაც სამ თამაშში 33 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე ასევე საქართველოს ნაკრები წევრი გიორგი დიხამინჯია გავიდა, 21 გოლით.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა რუმინეთთან მატჩში:
ზურაბ ცინცაძე (11 მოგერიება), დავით ნიქაბაძე (2); გიორგი დიხამინჯია (10 გოლი), გიორგი ცხოვრებაძე (9), გიორგი არეშიძე (6), მირიან გავაშელიშვილი (4), გიორგი გრიშიკაშვილი (3), ზურაბ აბრამიშვილი (1), გიგა მელიავა (1), გიორგი ლაპიაშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი, აკაკი პატაშური, თეიმურაზ ორჯონიკიძე, ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ გოგავა, დავით გრიშიკაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისთვის ემზადება. მომდევნო მატჩს ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე 13 მარტს ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე:
13 მარტი | საქართველო – ბოსნია და ჰერცოგოვინა
16 მარტი | ბოსნია და ჰერცოგოვინა – საქართველო
7 მაისი | საქართველო – საბერძნეთი
11 მაისი | ისლანდია – საქართველო









