ვიმედოვნებ, რომ ევროზე მონაწილეობა როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას გამოცდილებას მოუტანს, რომელიც მომავალში ახალ წარმატებებზე გაგვიყვანს. მიზანი ყველასთვის ერთია - მოთამაშეებმა, პერსონალმა და ფედერაციამ უნდა მიიღონ გამოცდილება ამ შესანიშნავ ტურნირზე და ყველაფერი გააკეთონ წარმატების მისაღწევად.
პირველ რიგში, განვავითარეთ ფეხბურთელები და დავიწყეთ ცვლილებები. გვჭირდებოდა რაღაც დეტალების შეცვლა, რათა კიდევ უფრო დავახლოებულიყავით თანამედროვე ფეხბურთსა და მის მოთხოვნებს. ფეხბურთელები ამ მხრივ ბოლომდე გამომყვნენ და ფანტასტიკურად იმუშავეს. ეს პროცესი ორი-სამი წლის წინ დაიწყო, შესაბამისად, ბევრი რამ შეიცვალა. ბევრმა მათგანმა ფეხბურთისადმი დამოკიდებულება თავიდან ბოლომდე შეცვალა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არის ჯილდო ამ ბიჭებისთვის, რადგან მათ სჯეროდათ რომ ამ წარმატებას მივაღწევდით.
თურქეთს ბოლო წლებში ძალიან დიდი პროგრესი აქვს. მათ გუნდში ბევრი ნიჭიერი ახალაგზრდა ფეხბურთელი ირიცხება. რაც შეეხება ჩეხეთს, მათ ისტორიის მანძილზე ბევრი ტოპ ფეხბურთელი ჰყავდათ და ბევრ ტურნირზე მიიღეს მონაწილეობა, დიდი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.
და ბოლოს საქართველო... ერთი რამ ცხადია, თურქეთთან ვითამაშებთ, პორტუგალიასთან თუ ჩეხეთთან, არ დავნებდებით და ჩვენს სათქმელს მოედანზე ვიტყვით.








