დღეს, 6 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და 4:2 მოიგო.
პირველი ტაიმი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში ვახტანგ კეკელიამ გახსნა, გიორგი ჩიმაკაძემ ჯერ უპირატესობა გაზარდა, შემდეგ დუბლი გაიფორმა და პირველი ნახევარში საქართველომ 3:0 გაიმარჯვა.
მეორე ტაიმში სტუმრების აქტიურობას გოლი მოჰყვა, სხვაობა საბოლჩ მანიამ შეამცირა (3:1), თუმცა შოთა თოფურიას გოლით, საქართველოს ნაკრები კვლავ 3-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა - 4:1. რუმინელებმა მეორე გოლის გატანაც მოახერხეს, საბოლოო ანგარიში - 4:2 ატილა გალიმ დააფიქსირა.
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი რუმინეთის ნაკრებთან კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას 7 თებერვალს გამართავს. მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.













![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





