2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთს ესტუმრა და უშანსოდ, 4-1 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძლების მხრიდან დუბლი მეჰდი დემირალმა გაიფორმა, ხოლო თითო გოლი კენან ილდიზის და იუნუს აკგულის ანგარიშზეა. საქართველოს მხრიდან კი პრესტიჟის გოლის გატანა გიორგი ქოჩორაშვილმა შეძლო.
თურქეთი 4-1 საქართველო
გოლები: 1-0 ილდიზი (14'), 2-0 დემირალი (22'), 3-0 აკგული (35'), 4-0 დემირალი (52'), 4-1 ქოჩორაშვილი (65')
4 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს, E ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. მომდევნო მატჩში ქართველი ფეხბურთელები ესპანეთს უმასპინძლებენ, ხოლო ბოლო ტურში ბულგარეთს ესტუმრებიან.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





