მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფის ბოლო მატჩი ჩაატარა, სადაც ვილი სანიოლის გუნდი გასვლაზე, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა.
ბულგარეთის ნაკრებმა სტუმარი გუნდი ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი 3 ქულით დაასრულა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
ბულგარეთი 2-1 საქართველო
გოლები: 1-0 გეორგი რუსევი 10', 2-0 ფილიპ კრასტევი 24', 2-1 ლუკა ლოჩოშვილი 88'.








