დასრულდა 2024 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მეორე ეტაპი, რომელსაც ქუთაისმა უმასპინძლა. მეორე ეტაპის გამარჯვებული გიორგი კოდუა გახდა.
საკვალიფიკაციო გარბენზე კოდუამ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო რბოლაში დაუმარცხებელი იყო და პირველ ადგილზე გავიდა — გიორგიმ ჯეიჰუნ სულეიმანოვი, მათე როჭიკაშვილი, გიორგი გრიგალაშვილი და სამსონ წიქარიშვილი დაამარცხა.
მეორე ადგილი სამსონ წიქარიშვილმა დაიკავა, მესამე პოზიციაზე გიორგი გრიგალაშვილი გავიდა, ხოლო რბოლა მეოთხეზე პირველი ეტაპის ჩემპიონმა, ირაკლი შალიკაშვილმა დაასრულა.
Betlive Racing Season - Drift Series 2024-ის მესამე ეტაპი 14 ივლისს ჩატარდება, რომელსაც ქალაქი ფოთი უმასპინძლებს.