ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ერთმანეთს საქართველოსა და ჩრდ.ირლანდიის 21-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ქუთაისში შედგა და შეხვედრას 3 ათას ქომაგზე მეტი დაესწრო.
ჩვენმა ნაკრებმა თამაში აქტიურად დაიწყო და ანგარიში მალევე გახსნა, საჯარიმოში არეულობით ლუკა ლაცაბიძემ ისარგებლა და ნაკრები დააწინაურა.
სამწუხაროდ, მეორე ტაიმში გოლი კუთხურიდან გავუშვით, წინ გასვლა ვეღარ შევძელით და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
რამაზ სვანაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 10 და 14 ოქტომბერს, სტუმრად ლატვიისა და მალტის წინააღმდეგ გამართავს.








